ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლში ჩავიდა და სამხედროებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლში ჩავიდა – მან ადგილზე სამხედრო პოზიციები მოინახულა და სამხედროებს შეხვდა.

”დღეს ჩვენ მუშაობა და ჩვენს მებრძოლებთან შეხვედრები მელიტოპოლის მიმართულებით გავაგრძელეთ.

ვესტუმრე პოლკოვნიკ პეტრო ბოლბოჩანის მე-3 ოპერატიულ ბრიგადას. ბრიგადა მონაწილეობდა საბრძოლო მისიებში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ხარკოვის თავდაცვით ბრძოლებში, ხარკოვის მახლობლად სოფლებისა და ქალაქების გათავისუფლებაში… ამჟამად ის ახორციელებს შეტევით ოპერაციებს ზაპოროჟიეს მიმართულებით. ყველაზე პრობლემური საკითხები ბრიგადის მეთაურთან განვიხილეთ.

გმადლობთ, მეომრებო, თქვენი სამსახურისთვის! გმადლობთ, რომ მტერი მოიგერიეთ და ჩვენი მიწა გაათავისუფლეთ!, – წერს ზელენსკი.