პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ადასტურებს, რომ კახა კალაძე თბილისსი მმართველი გუნდის მერობის კანდიდატად განიხილება.
„უმრავლესობაში რასაკვირველია, მიდის მსჯელობა. გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც მათ შორის. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როცა გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ- დავწონით სიტუაციას, შევაფასებთ შექმნილ ვითარებას“ – განაცხადა ვოლსკიმ.