ვოლსკი: გახარიას ორჭოფობა ახასიათებს, ხმას არ მივცემ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ გახარიამ უამრავ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს.

მისივე თქმით, გახარიას ორჭოფობა ახასიათებს, ამიტომ ხმას არ მისცემს.

“მეც ერთ-ერთი ამომრჩეველი ვარ, მას ხმას არანაირად არ მივცემ, რადგან პრინციპული მომენტები არსებობს ქვეყნის ცხოვრებაში, როცა პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, რაც მან ვერ გააკეთა. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ან მეორე მხრივ, ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ არსებობენ, როგორც დაანონსა ეს მელიამ. აქედან გამომდინარე ორჭოფობა, გადაუწყვეტელობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს ჩემ თვალში გიორგი გახარიას,”- განაცხადა ვოლსკიმ.