პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების ინტერესია, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია არ მოხდეს.
მისივე თქმით, გუბაზ სანიკიძისა და მიხეილ სააკაშვილის განცხადება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი ვერ იქნება.
“სისხლხორცეული დაინტერესებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, რომ დესტაბილიზაცია საქართველოში არ მოხდეს. ეს გარდა კეთილგანწყობისა განპირობებულია მათი ინტერესით რეგიონში, სტაბილური პარტნიორი მათთვის საგანგებო მნიშვნელობისაა. ეს ორი ფაქტორი იქნება განპირობებული იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეთ და კონკრეტული წინადადებით უნდა მივიდეთ. ის რომ შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, ეს არ არის წინადადება. რიგგარეშე არჩევნები ყველა ვინც აქ ვართ, ყველას რომ გვინდოდეს, ამის საფუძველი უნდა იყოს. ამის საფუძველი გუბაზ სანიკიძის, თუნდაც სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.