ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში ბრაიანსკის ოლქში ორ ადგილას აფეთქების შესახებ

რუსული ტელეგრამის არხები ადგილობრივ მაცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყებიან აფეთქებების შესახებ ბრიანსკის ოლქის სასაზღვრო რეგიონში ორ ადგილას: ქალაქ კლინცში და სოფელ კლიმოვოში.

ქალაქ კლინცში, გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, სამხედრო ნაწილის მიდამოში. ეს ქალაქი მდებარეობს უკრაინის ჩერნიგოვის რეგიონის საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში და, ღია წყაროების მონაცემებით, მასში მოტომსროლელი პოლკია განთავსებული.

უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 30 კმ-ით დაშორებულ სოფელ კლიმოვის შესახებ კიდევ უფრო ნაკლები ინფორმაციაა:უბრალოდ წერენ აფეთქებებზე და, სავარაუდოდ, ხანძარზე. აქ მდებარეობს  სამხედრო აეროდრომი.