სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, როგორ აჩენს მოქალაქე დღეს დილით მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარს.
ახალგაზრდა ბიჭი, ვინც სავარაუდოდ ხანძარი გააჩინა, live ჩართვაში ამბობს, რომ ,,კორონავირუსის ბუდე” ნახა და მისი დემონტაჟი უნდა. რამდენიმე წუთში ისმის მსხვრევის ხმა და კადრში ცეცხლმოკიდებული ბიბლიოთეკის პირველი სართული ჩნდება.
მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზებმა მალევე მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხანძარი მაშინ გაჩნდა, როცა ქუჩაში ხალხი არ იმყოფებოდა, ხოლო ბიბლიოთეკაში დენი გათიშული იყო. ის სამართალდამცავებს მიმართავს, ეს ინციდენტი კარგად გამოიძიონ.