ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგნგზე. თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით საუბრობენ, თუმცა მისივე თქმით, ამჟამად ეს პრობლემის მოგვარების ნომერი პირველ გადაწყვეტას არ წარმოადგენს.
“პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება პირბადეების გამოყენებაა და ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, ღონისძიებები გავამკაცროთ. რაც შეეხება ტრანსპორტის შეზღუდვას, ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მაგრამ ეს ამჟამად ამ პრობლემის მოგვარების ნომერ პირველ გადაწყვეტას არ წარმოადგენს. ვინაიდან აქ ჩენ ვითვალისწინებთ დედაქალაქის სიმჭიდროვესა და ასევე, დედაქალაქში ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს”, – განაცხადა ტიკარაძემ.