ვუერთდებით საქართველოს გლოვის ამ მძიმე დღეს, ვიზიარებთ ოჯახების დანაკარგს – ლიეტუვის საელჩო

ვუერთდებით საქართველოს გლოვის ამ მძიმე დღეს, ვიზიარებთ ოჯახების დანაკარგს – საქართველოში ლიტვის საელჩო გუადურში ვერტმფრენის ჩამოვარდნასა და 8 ადამიანის დაღუპვას ეხმაურება.

“გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება გუშინ, გუდაურში სამაშველო სამსახურის თანამრომლებისა და სასწრაფო დახმარების მუშაკების ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით სამსახურეობრივი მოვალეობების ღირსეულად შესრულებისას.

ვიზიარებთ მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების განუზომელ დანაკარგს და ვუერთდებით სრულიად საქართველოს, გლოვის ამ მძიმე დღეს”. – ნათქვამია განცხადებაში.