“ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა”- ასე აფასებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილის დაკავებას.
“ერთადერთი, რაც მე, ერთ მოქალაქეს მიჩნდება, ძალიან ბევრი კითხვაა. მე არ ვიცი, მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ჰყვება, ეს არის უფრო ემოციური მხარე. თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, მე ძალიან გული დამწყდება,” – განაცხადა მიტროპოლიტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.