“დიდი საეკლესიო-ეროვნული დღესასწაულია 14 (1) ოქტომბერი, ჩვენი დედა ტაძრის ზეიმი და განდიდება უფლის წმინდა კვართისა და ცხოველი (ცოცხალი) მირონმდინარე სასწაულთმოქმედი სვეტისა, რომელიც ქართველი ერის გაქრისტიანების უძველესი ამბის ორი მისტიკური ნიშანსვეტია. მაგრამ ყოველი დღესასწაული უფერულდება და აზრს კარგავს, უსაგნო მილოცვებად რჩება, როდესაც სახელად ქრისტიანი ქართველი ერის და მისი სუსტი სახელმწიფოს და ეკლესიის სულიერი დაცემის, დასნეულების და რღვევის უმძიმესი ნიშნები სახეზეა, როდესაც ქვეყანა ჩამოქცეულია და საერო და სასულიერო ჩინოვნიკები მხოლოდ ფინანსურ-მატერიალურ გამდიდრებაზე და მომხვეჭველობა-მიტაცებაზე არიან ორიენტირებულნი, სავსენი სიცრუით და ფარისევლობით, როცა ქართლის გულში 4 თუ 5 ახალგაზრდა კლავს უდანაშაულო, უიარაღო, დაუცველ მართალ და სუფთა უცხოელს და იმ მდინარეში აგდებენ, სადაც მონათლა წმ. ნინომ ქართველი ერი 17 საუკუნის წინად.
დღეს მტკვარი მართლის სისხლითაა შეღებილი და დღეს უსამართლობის და ბოროტების სული მეფობს საქართველოში და იგი აშთობს ქართველი ერის სასიცოცხლო ენერგიებს. დღეს სიკეთემ უნდა დაამარცხოს ბოროტება, რათა მოჯადოებული წრიდან სახელმწიფომ და ერმა თავი დააღწიოს და ქართველი ერი განადგურებას გადარჩეს, მაშინ დაიბრუნებს ყველა დღესასწაული აზრს და შინაარს და იქნება ნამდვილი სიხარული და ზეიმი ქართველი ერისა, ნაცვლად არსებული ქაოსის, ვარამისა და გოდებისა.
ვუსურვებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს და მთელს საქართველოს დროულ გათავისუფლებას ოლიგარქატის ისტორიულად არნახული, უპრეცედენტო ბორკილებისგან და ცრუ ოცნებისაგან. დაე, სვეტიცხოველმა გამოაჩინოს თავისი ღვთაებრივი მადლი და ძალა!”
წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ზე.