ვფიქრობ, სწავლა დაიწყება დისტანციურად – ამირან გამყრელიძე

ვფიქრობ, სწავლა დაიწყება დისტანციურად – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში დაიწყება.

“სწავლა, ვფიქრობ, განათლების სამინისტრო განიხილავს ამას და დაიწყება დისტანციურად. ჩვენი რეკომენდაციაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, არ ვიცი საბჭო როგორ გაითვალისწინებს, სანამ დადებითობის მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ (დღეს გვაქვს 9,43%) და 80% ადმინისტრაციული პერსონალის სკოლაში, პედაგოგ-მასწავლებლების არ იქნება აცრილი, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ. ამიტომ, სასურველია, რომ მასწავლებლები აიცრან, ადმინისტრაციული პერსონალი აიცრას სკოლებში და საერთო ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება დაწყებული დასწრებული სწავლის განხილვა”, – თქვა გამყრელიძემ.