ვცდილობთ, ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე – თბილისი ენერჯი

“თბილისი ენერჯი” გაზმომარაგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“ამ წუთის მონაცემებით:

დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი – სრულად ჩართულია

ვაკე-წყნეთი: 43 900 – ჩართულია 55% – მიმდინარეობს 19 755 ჩართვა.

საბურთალო ნუცუბიძე: 87 200 აბონენტი – ჩაირთო 55% – მიმდინარეობს 39 240 აბონენტის ჩართვა.

სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

კომპანია სრული რესურსით ჩართულია. ვცდილობთ, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე.” – წერია განცხადებაში.