ნატოს ოფიციალური სამხედრო პირის თქმით, რუსეთი უკრაინის ქალაქების ხელში ჩასაგდებად უფრო პირდაპირი შეტევების ტაქტიკას გამოიყენებს, მას შემდეგ რაც ჩაიშალა ისეთი სამიზნეების ალყაში მოქცევის გეგმები, როგორიცაა კიევი.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან სტრატეგიის ცვლილებას… ისინი ნაკლებად არიან ორიენტირებულნი ქალაქებისთვის ალყის შემორტყმაზე, უფრო კონცენტრირებულნი არიან ქალაქებში შესვლის მცდელობებზე“, განუცხადა CNN-ს ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობა არ სახელდება.
”უფრო მძიმე დაბომბვა ამ ცვლილების გვერდითი ეფექტია,” – თქვა მან.
რუსეთის ნელმა წინსვლამ და ძლიერმა დანაკარგებმა, რომელიც უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში განიცადა, მას აიძულა ცვლილებებზე ეფიქრა, რადგან რუსული ძალების მცდელობას უკრაინის სიღრმეში შეაღწიონ, აფერხებს ლოჯისტიკური პრობლემები, ამბობს ნატოს მაღალჩინოსანი.
”ეს არის მთელი ლოგისტიკური ჯაჭვი, რომელიც რატომღაც არ მუშაობს, ასე რომ, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, მართლაც ცუდი სტრატეგიაა, ცუდი მომზადებასთან და მორალური სულისკვეთების დაქვეითებასთან ერთად. მათ არ აქვთ საკვები, აკლიათ საწვავი და სათადარიგო ნაწილები”- თქვა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მიუხედავად იმისა, რომ მტკიცე უკრაინული წინააღმდეგობა დიდწილად განაპირობებს რუსეთის წინსვლის შეფერხებას, ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელი გვაფრთხილებს, რომ ადგილებზე სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და რომ “მოლოდინების” მართვა უნდა მოხდეს:
“უკრაინელები შეიძლება დაიღალონ, იმ დროს, როცა რუსეთს ჯერ კიდევ ქონდეს ახალი რეზერვები. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია შემდგომი ესკალაცია”, – განაცხადეს მათ.
ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, შეტევას ბელორუსის სამხედროები შეუერთდნენ.