ზალკანიანის თქმით ამერიკელი სენატორები საქართველოს 2-4 ივნისს ეწვევიან

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის თქმით, ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოს 2-4 ივნისს ეწვევიან. ზალკანიანის თქმით, სენატორების ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით

„ჩვენ ერთგული ვართ იმ ნაკისრი ვალდებულებების, რა ვალდებულებებიც არის არამხოლოდ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაში, არამედ იმ ვალდებულებებთან მიმართებაში, რაც დაკავშირებულია ჩვენი რეფორმების განგრძობითობაზე, იგივე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, იგივე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ უმწვავესი პრობლემა იყო საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში და ჩვენი ოპონენტები იყვნენ ხელისუფლებაში როგორი წინააღმდეგობა იყო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ეს პირობა მივეცით საზოგადოებას და პირნათელი ვართ. მივესალმები მხოლოდ და მხოლოდ იმ კონსტრუქციული ოპოზიციის ჩართულობას ამ პროცესში, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კანონპროექტის შემუშავებაში და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეფასებები გვესმის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩვენ კვლავ პოზიტიური შეფასებები გვექნება. რა თქმა უნდა, დემოკრატიზაციის პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია და ჩვენზე უფრო სისტემურად ძლიერი ქვეყნები, რომელთაც ამის უფრო მეტი ტრადიცია და გამოცდილება აქვთ, მათაც აქვთ ხარვეზები, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი კარგი საშუალება იქნება“, – ამბობს ზალკალიანი.