ზალუჟნი უკრაინის მიერ რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი А-50-ის ჩამოგდებას ადასტურებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაური დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს. ზალუჟნი ადასტურებს საჰაერო-სამეთაურო პუნქტი Ил-22-ის ჩამოგდებასაც.

  • “უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სამხედროებმა გაანადგურეს მტრის А-50-ის ტიპის შორ მანძილზე რადიოლოკაციური ძებნის დანიშნულების თვითმფრინავი და საჰაერო მართვის პუნქტი, თვითმფრინავი Ил-22. მადლობა საჰაერო ძალებს აზოვის რეგიონში შესანიშნავად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის”. – წერს ზალუჟნი.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 14 იანვარს, რუსული სამხედრო თვითმფრინავი, A-50 ჩამოაგდეს, ხოლო Ил-22М11 დააზიანეს.