უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, გასულ ღამეს რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს.
“უკრაინელმა დამცველებმა 8-ვე უპილოტო საფრენი აპარატი Shahed 136/131 და 18 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. რუსები თავს დაესხნენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ასევე სამრეწველო, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს. მტერი უკრაინის სხვადსხვა რეგიონს უმიზნებდა”, – თქვა ზალუჟნიმ.