“ჩვენ დიახ მიწვეულები ვართ 24 თებერვალს ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ, რატომ? იმიტომ რომ უკრაინის მაღალჩინოსნები როდესაც მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როდესაც პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს და მისჯილი აქვს ასევე ევროპული სასამართლოს მხრიდან, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მგონია, რომ არ ტოვებს ეს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს”,
აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია დღეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაავრცელა. მან თქვა, რომ “ქართულმა ოცნებამ” აღნიშნულზე ინფორმაცია ყველას დაუმალა.