სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ ირაკლი ზარქუას პირადი მოთხოვნით, ანგარიშები დაუყადაღეს.
“ზარქუას პირადი მოთხოვნაა, რადგან ჩემი შვილი მარჩენალდაკარგულის სოციალური სტატუსით სარგებლობდა, სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა ჩემი ანგარიშები დაეყადაღებინა”, – წერს აქტივისტი.
ცნობისთვის, სიჭინავას ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ სასამართლოში უჩივლა.
“ჩავიბარეთ საქმის მასალები. ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია 173-ეს 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 4 ათას ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით პატიმრობას”. – დაწერა სიჭინავა 21 მაისს.
სასამართლო პროცესის სხდომა 23 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.