სალომე ზურაბიშვილი რომ პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ახალი არაა. მე მას მოვუწოდებდი, ოლიმპიადას კარგად დააკვირდეს და მიხვდება, რომ ზედაბალი წონები ზემაღალ წონებს არასოდეს ერკინებიან. ეს ოლიმპიური თამაშების წესებით უბრალოდ აკრძალულია. პოლიტიკაშიც ანალოგიურად ხდება. ზედაბალი რეიტინგისა და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია.
რაზე უნდა ესაუბროს ის ამ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, ვისაც უდიდესი ნდობა აქვს როგორც მის მხარდამჭერებში, ასევე ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში […] შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ბეჩავი და არაადეკვატური სანახაობა იქნებოდა.