უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შეერთებული შტატების ქალაქების მერებს, რუსეთთან კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდებს და ამის მაგივრად ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ხელახალ აღმშენებლობაში ჩართვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მერების 90-ე კონფერენციაზე ვიდეო მიმართვისას ისაუბრა.
- „ათობით ამერიკული ქალაქი რჩება რუსეთის ფედერაციის ქალაქების ე.წ “მეგობრად”, მათ შორის ჩიკაგო და მოსკოვი. რას გაძლევთ ეს კავშირები? ალბათ არაფერს. მაგრამ ეს რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, თქვას რომ ის არაა იზოლირებული ასეთი ომის დაწყების შემდეგაც. შესაბამისად, მოითხოვეთ რუსეთზე უფრო მეტი წნეხის დაწესება. არ დაეხმაროთ მათ ამის გამართლებაში. არ შეინარჩუნოთ მათთან კავშირები და გთხოვთ, მათ ვინც მკვლელებად იქცნენ არ მისცეთ უფლება თქვენ ძმები და დები დაგიძახონ“ – განაცხადა ზელენსკიმ.