უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომა უკრაინის დროით 20:00 საათზე დაიწყო.
პარალელურად, მთელი მსოფლიო, ვლადიმერ პუტინი მიმართვას ელოდება სადაც უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. “რესპუბლიკების აღიარების შესახებ”.