კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 18:59

ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

ზელენსკის თქმით, ამის მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და სანქციების მიმართ ამორალური პოზიციაა.

“დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო”,– განაცხადა ზელენსკიმ.