უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უშიშროების საბჭო შეკრიბა. ამის შესახებ საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, სხდომაზე განიხილეს ბელორუსის მხრიდან ახალი შეტევის სცენარი. გადაწყდა, რომ უკრაინის ხუთიდან ოთხ ოლქში, რომლებიც ბელორუსს ესაზღვრება ჯარის მზადყოფნის შემოწმება ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში ერთობლივი წვრთნის ფარგლებში ბელორუსში 30 ათასამდე რუსი სამხედრო შევიდა. 24 თებერვალს უკრაინას ბელორუსის მხრიდან შეუტიეს.
ამჟამად ბელორუსის არმია მუდმივი წვრთნების რეჟიმშია. ცოტა ხნის წინ წვრთნის ვადა 25 ივნისამდე გააგრძელეს.