უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შპიგელთან ინტერვიუში კიევის ურთიერთობა გერმანიასთან ტალღების რყევას შეადარა და დაიჩივლა, რომ მას “მუდმივად უწევს დაარწმუნოს” კანცლერი ოლაფ შოლცი, დაეხმაროს უკრაინას მთელი ევროპის სახელით.
„მე უნდა მოვახდინო მასზე ზეწოლა, რათა დაეხმაროს უკრაინას და მუდმივად დავარწმუნო, რომ ეს დახმარება გვჭირდება არა ჩვენ, არამედ ევროპის ყველა მცხოვრებს“, – აღიარა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. „ჩვენი ურთიერთობა გერმანიასთან ტალღებს ჰგავს: ხან ზევით და ხან ქვევით.“
ზელენსკიმ თქვა, რომ ძალიან მადლიერია გერმანიის IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისთვის, რამაც უკვე მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ აღნიშნა, რომ კიევში ტანკების გაგზავნის შესახებ დავები გარკვეულ სირთულეებს ქმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.
კიევში ლეოპარდის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილებამდეც კი, გერმანია იყო უკრაინაში იარაღის ყველაზე დიდი მიმწოდებელი შეერთებული შტატების შემდეგ, თუმცა IRIS-II საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და Marder-ის ჯავშანტექნიკის გაგზავნის გადაწყვეტილების დაგვიანებამ კრიტიკა გამოიწვია გერმანიის მიმართ მისი მოკავშირეების ნაწილის მხრიდან.
შოლცმა, თავის მხრივ, გააკრიტიკა რამდენიმე ქვეყანა მათი გახმაურებული კამპანიისთვის, თუ ვინ გაგზავნის მეტ იარაღს და ვისი იარაღი უკეთესია. ასეთი გადაწყვეტილებები მოითხოვს თანმიმდევრულობას და კონფიდენციალურობას, თქვა მან.