უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა.
მედიის ინფორმაციით, კომპანიასთან ერთად პერსონალური სანქციები დაუწესდა ავიაკომპანიის დამფუძნებელს – თამაზ გაიაშვილსაც.
შეზღუდვები აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიის გავლით ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და საფინანსო ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიების და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს.
რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 15 მაისს აღდგა. 20 მაისს, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. მას შემდეგ ქართული ავიაკომპანია რუსეთში ყოველდღიურ ფრენებს ახორციელებს.