ზელენსკის მოსაკლავად კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული ჯარისკაცი მოქმედებს – TIMES

The Times-ის ინფორმაციით, კიევში 400-ზე მეტი რუსი დაქირავებული ჯარისკაცი, კრემლის ბრძანებით, პრეზიდენტი ზელენსკის მოსაკლავად მოქმედებს. გამოცემის ცნობით, მათი მიზანია პრეზიდენტი ზელენსკისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების მოკვლა და მოსკოვის კონტროლის ქვეშ ქალაქების გადაცემისთვის საფუძვლის მომზადება.

გამოცემის ცნობით, ჯარისკაცები “ვაგნერის ჯგუფის” წევრები არიან, რომელსაც მართავს პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და მოქმედებს როგორც სახელმწიფოს ფილიალი. მან ხუთი კვირის წინ აფრიკიდან გააგზავნა მებრძოლები “ზელენსკის მთავრობის თავის მოსაკვეთად” ფინანსური პრემიის სანაცვლოდ.

The Times-ს წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობამდე შაბათს დილით მივიდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი კიევმა გამოაცხადა 36-საათიანი „მძიმე“ კომენდანტის საათი რუსი დივერსანტებისთვის ქალაქის გასაწმენდად და გააფრთხილა მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ ისინი კრემლის აგენტებად მიიჩნიოდნენ, თუ სახლებს დატოვებდნენ, ამიტომ ქუჩაში არ გამოსულიყვნენ.

დაჯგუფება ვაგნერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს, ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. მებრძოლთა ჯგუფს, რომელიც ძირითადად სირიაში მოქმედებს, სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ედებათ ბრალი.