“პრეზიდენტ ზელენსკის ყველანაირი უფლება აქვს, რომ განრისხებული იყოს. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები, არჩევანი და ქმედება, რომელსაც საქართველოს მთავრობისგან ვხედავთ, შემაშფოთებელია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ შეურთდება [დასავლეთის სანქციებს] და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ყველა უფლება აქვს, რომ გაბრაზებული იყოს საქართველოს მთავრობაზე ამის გამო. მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობით. ეს ის დროა, როდესაც უკრაინას სჭირდება და იმსახურებს საერთაშორისო სოლიდარობას, მათ შორის საქართველოდანაც.
საქართველო, რა თქმა უნდა, 2008 წელს თავად იყო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და დღემდე მცოცავი ოკუპაციის მსხვერპლია. ასე რომ ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობა არ აკეთებს უკრაინის მხარდამჭერ ნათელ განცხადებებს”
ამბობს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.