„შეხვედრა ევროპაში უნდა ჩატარდეს. ეს მხოლოდ ჰიპოთეზა არ არის, ეს კოლექტიური ნებაა. შეხვედრა ნეიტრალურ ქვეყანაში უნდა მოხდეს. შესაძლოა, შვეიცარიაში. მე მხარს ჟენევას ვუჭერ. ან შეიძლება სხვა ქვეყანაში ჩატარდეს, ბოლოს ორმხრივი მოლაპარაკებები სტამბოლში იყო.[…]გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, შემდეგ სამმხრივი შეხვედრა (დონალდ ტრამპის მონაწილეობით), შემდეგ კი მრავალმხრივი შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელებიც იქნებიან“,
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.