ზეწოლა საჯარო სექტორზე, ხმის ფარულობის დარღვევა – OSCE-ODIHR შეფასებები არჩევნებზე

“ზეწოლა საჯარო სექტორზე, ხმის ფარულობის დარღვევა ” – ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიში წარადგინა.

”ჩვენი სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 530 დამკვირვებლისგან – ეს დამკვირვებლები იყვნენ 42 ქვეყნიდან, რომელიც გადანაწილებული იყვნენ ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის დღეს. მათ შორის იყვნენ, 380 ეუთო ოდირის დამკვირვებელი და ექსპერტი – 61 საპარლამენტო დამკვირვებელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, 39 იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეიდან და 38 იყო ნატოს საპარლამენტო ასაბლეიდან, ხოლო 12 იყო ევროპარლამენტიდან.

საარჩევნო პროცესის ჩვენი ერთობლივი შეფასება ეფუძნება კენჭისყრის დღეს დაკვირვების შედეგად მიღებულ შეფასებას, რასაც თან ახლავს გრძელვადიანი და თვისებრივი მონიტორინგის შედეგები, რომელიც ოდირმა განახორციელა.

[…] მაშინ, როცა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთების საკმაოდ დიდი შესაძლებლობა მისცა, რადგანაც იყო 18 კანდიდატი ბიულეტენზე მოცემული, აქ გამოიკვეთა პოლარიზება და არსებობდა გარემო, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას განიცდიდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატებმა შეძლეს ზოგადად კამპანიის თავისუფლად წარმართვა, თუმცა კამპანიების რიტორიკა და სურათები იყო დიდი განხეთქილების შემომტანი. განსაკუთრებით იყო ზეწოლა ამომრჩევლებს, საჯარო მოხელეებზე და სწორედ ეს იყო ფართოდ გავრცელებული მოვლენა კამპანიის დროს. როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების აღრიცხვა კენჭისყრის დღეს, ბადებს ეჭვს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს, რომ ხმა მიეცა დაშინებისა და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე.

რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს, ეს ადეკვატურ საფუძველს იძლევა სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის, მაგრამ ხშირი ბოლოდროინდელი ცვლილებები ბადებს ეჭვს კანონმდებლობის გამოყენებაზე პოლიტიკური გამორჩენის მიზნით.

რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრისთვის მომზადებას, ეს იყო კარგად ადმინისტრირებული და აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლის განათლება და ინფორმირება ახალი ელექტრონული სისტემის გამოყენების შესახებ.

[…]ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობა უკვე ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს. პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პროპაგანდისთვის ზეგავლენას ახდენდა მიუკერძოებელ გაშუქებაზე. ეს აბრკოლებდა ამომრჩეველს, რომ გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.

ქალების ნაკლები წარმომადგენლობა საარჩევნო სიებში და კამპანიებში აჩვენებს, რომ საჭირო არის უფრო მეტი მოქმედება ქალების მეტად ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში.

არჩევნების დღეს იყო დარღვევები, ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, ასევე იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები, შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებისა და ზეწოლის გამო ამომრჩევლები ზეწოლას განიცდიდნენ.

წლევანდელი საპარლამენტო არჩვენები ნამდვილად იმართება ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს. ქვეყნის ევროპული გზა და მისი გაწევრიანების პროცესის მომავალი.

მედიაგარემო ასახავდა ღრმა პოლარიზებას. მედიასაშუალებების ინსტრუმენტებად გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით, რასაც თან ახლდა პარტიების პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობა, ასევე, როცა პოლიტიკური პარტიები და აქტორები უარს ამბობდნენ ჩართულობაში დებატებში, ეს რა თქმა უნდა ზრდიდა დაძაბულობას.

არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მას თან ახლდა დაძაბული გარემო და ამომრჩევლის დაშინების შემთხვევები.

მინდა იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელისუფლება ღირსეულად გაუმკლავდება გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას” – ამბობს პასკალ ალიზარდი, საფრანგეთის სენატის წევრი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის წარმომადგენელი.