ზვავსაშიშროების გამო, კორშა-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (სოფ. კორშა-შატილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-სოფ. კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.