“მე პროფესიით არ ვარ იურისტი და იმ კომიტეტებში ვიღებ მონაწილეობას, რომელშიც ვთვლი, რომ შემიძლია რაღაცა სიკეთე მოვუტანო იმ მიმართულებებს, რომლებშიც აღვიზარდე. მეცნიერების და განათლების კომიტეტის გარდა, საგარეო კომიტეტის გარდა, ისე მოხდა რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პრაქტიკულად 15-ვე კომიტეტში ჩვენ გვიწევს სიარული და მადლობა ღმერთს, ცოტა ხანია შეგვეშველა მოქალაქეები. აი, დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ.

სრული შატალოა. 6-თვიანი შატალო არ გამიგია კაცო. ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ. ახლა ერთი კვირა არ მოვლენ კიდე. ნუ, რა არის, ვერ გავიგე”.

ამბობს “ევროპელი სოციალისტების” წევრი დავით ზილფიმიანი ოპოზიციის ნაწილზე.