“ზოგიერთი კონგრესმენი უხერხულობაში ჩავარდება “- ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის კომპანია “ფრონტერას” და მისი ლობისტების მცდელობა ჩრდილი მიაყენონ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობას.
“ვაფასებთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ძალიან ვაფასებთ იმ საინვესტიციო გარემოს, რაც გააჩნია საქართველოს და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ფრონტერა” დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაო.აქედან გამომდინარე, ყველა დანარჩენი მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს ჩვენს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობებს, არის უსუსური, არაფრისმომცემი და შედეგი დადგება ის, რომ უხერხულობაში ჩავარდებიან ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, ზოგიერთი კონგრესმენი, იქიდან გამომდინარე, რომ მცდარი ინფორმაცია იქნება მიწოდებული “ფრონტერას” და მისი ლობისტების მხრიდან”, – განაცხადა თურნავამ.