ზოგიერთი საკითხი ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს – ჩავუშოღლუ მოლაპარაკებებზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში კრიტიკულ საკითხებში დაახლოებაა. მისივე განმარტებით, ზოგიერთი საკითხი სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გადაწყდეს. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ Hurriyet-თან ინტერვიუში განაცხადა.

“მნიშვნელოვან და კრიტიკულ საკითხებზე ორივე მხარის პოზიციების დაახლოებაა. კერძოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი თითქმის ემთხვევა პირველ ოთხ პუნქტს. ზოგიერთი საკითხი ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის იმედი არსებობს.

მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია უკრაინასთან მოლაპარაკებებში შერბილდა, უკრაინა კი მზადაა თავისი ინტერესებისთვის ბოლომდე იბრძოლოს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მისი პრიორიტეტებია ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უკრაინის რეალური დაცვა.