თბილისის მერიის განცხადებით, მაღაზია ზოომარტმა მიკროავტობუსით გადაადგილების საშვი მიიღო. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მაღაზიამ ნებართვა განაცხადის შეტანიდან რამდენიმე წუთში მიიღო.
დღეს, 23 აპრილს ზოომარტი აცხადებდა, რომ თანამშრომლების გადაყვანისთვის კერძო მიკროავტობუსებზე ნებართვა ამ დრომდე არ მიუღიათ, რის გამოც 26 აპრილიდან თბილისში 12-ვე ფილიალის დაკეტვა უწევდათ.