ზრდასრული ადამიანი ბავშვის ძალადობაზე არ უნდა იღგზნებოდეს – ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე

“ზრდასრული ადამიანი ბავშვის ძალადობაზე არ უნდა იღგზნებოდეს” – ასე მიმართა პარლამენტში ენმ-ის  წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.

”ბერა ბავშვი იყო, მაგალითად, თქვენი ვერსიით დავუშვათ, ზრდასრული ხომ იყო ბატონი ირაკლი. და ნორმალურია რასაც ეუბნებოდა, თქვენი ვერსიით, ბავშვს? ძალადობაზე მათ შორის? და “აუ, რა მაგარი” არი? და ეს სწორი არის და ეს ადამიანი სირცხვილისგან არ უნდა იწვოდეს სადაც ზის?”

”მესმის თქვენი, მესმის… რატო ყვირით კაცო, რა არის არანორმალური. ზრდასრული ადამიანი ბავშვის ძალადობაზე არ უნდა იღგზნებოდეს მემგონი, ხო, რა ვიცი. სატელეფონო საუბარში ასე იყო” – ამბობს ხაბეიშვილი მას შემდეგ რაც მის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში ხმაური მოჰყვა.