ზუგდიდში გამსახურდიას ქუჩაზე “ფოლქსვაგენის” მარკის ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპოვა გამოიწვია.