ზუგდიდში, სახლში 2 შუახნის ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციაა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 18 ნოემბერს გარდაცვლილები ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში სოკოთი ინტოქსიკაციით მივიდნენ. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათ ადგილზე შესაბამისი დახმარება გაეწიათ, ჩაუტარდათ გადასხმაც, რის შემდეგაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას სიმძიმე არ აღენიშნებოდა. დაკვირვების მიზნით მათ კლინიკაში დარჩენაზე უარი თქვეს.