ზუგდიდში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა და ახლა საგანგებო ოპერატიული შტაბის სხდომას ატარებს. მას ადგილობრივი სამართალდამცველები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ საქართველოს ბანკის ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. ის შეიარაღებულია ხელყუმბარით და ცეცხლსასროლი იარაღით. თავდამსხმელი 500 ათას დოლარს ითხოვს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.