“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს კვლავ ჩაუსაფრდნენ, რის შემდეგადაც მან გამაფრთხილებლად გაისროლა. ამის შესახებ, პარტია ფეისბუქზე წერს.
”ზურაბ ჯაფარიძეს გირჩი ტივის ოფისთან კვლავ დახვდა ჩასაფრებული მანქანა, მერსედესი, გერმანული ნომრებით.
სამი ან ოთხი ადამიანი იყო შიგნით, როგორც კი ზურაბ ჯაფარიძემ მანქანას ჩაუარა, რომ საკუთართან მისულიყო, მანქანიდან გადმოვიდა ნიღბიანი ადამიანი, რა დროსაც ზურაბ ჯაფარიძემ მისი კუთვნილი რეგისტრირებული იარაღიდან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა ცის მიმართულებით, ნიღბიანი პიროვნება გაიქცა, დანარჩენებს კი დაუყვირა და გაქცევისკენ მოუწოდა.
მანქანამ უმალ დაქოქა და მიწისქვეშა გვირაბის მიმართულებით გაიქცნენ”. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
”მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით გირჩი ტვ-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული. ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ. ასევე, გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას ჰაერში ვისროლე და დავემუქრე პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა. ეს მერსედესი ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ თუ საჭირო გახდა. ქართული ოცნება, თქვენი შეშინებულის დედას შევე*ი”. – წერს სოციალურ ქსელში გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.