აღსრულების ეროვნულმა ბიურომ “გირჩის” ლიდერის ანგარიშებს, ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო ყადაღა დაადო.
ჯაფარიძე აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებას, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ კანდიდატად, საკუთარი თავის წარდგენას უკავშირებს.
“ეგრევე ძველი ჯარიმების ამოღებით დაიწყეთ? დიდუბე-ჩუღურეთი ჩაკეტეთ და ვოლსკი ჩატოვეთ შიგნით, იქნებ მაგან გიშველოთ” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
“მე მაქვს რამდენიმე ჯარიმა მათ შორის 2000 და 3000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც დამაკისრეს ორი წლის წინ.აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა.ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს დილით განცხადება გავავრცელე და დავასახელე საკუთარი თავი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. ასევე მაქვს შანსი, რომ ვიყო ერთიანი ოპოზიციური კანდიდატიც.
ამ ყველაფერს პირდაპირ ვუკავშირებ ამ ამბავს იმიტომ, რომ მეტი ფანტაზია “ქართულ ოცნებას” არ აქვს და პირველი რაც მოიფიქრეს არის ის, რომ ფინანსური პრობლემები შემიქმნან, ამიტომ ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე.” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.