ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ძიუდოისტი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, ზვიადაური სასამართლოს დარბაზიდან 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ზვიადაურის გარდა, თელავის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გაათავისუფლა. მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

ცნობითვის, ზვიადარი 17 აგვისტოს დააკავეს. სოფელ წინანდალთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა 3 და დაიჭრა 2 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.