ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტია ამ ქვეყანაში – ხოშტარია

“სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტია ამ ქვეყანაში, რომელიც ასახავს კონსტიტუციას, ხალხის ინტერესს და ევროპულ დღის წესრიგს – მასთან საუბრის მთავარი თემა პოლიტიკური ვითარება და არჩევნების არაღიარება იყო” – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ყველა ის რეზოლუცია, რასაც იღებენ და არჩევნების არაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი მინდოდა ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე, აზრების გაცვლა, კონსულტაცია იყო. არაფერი განსაკუთრებული არ დაგვიგეგმავს. ყველა მიმართულებით ვიმსჯელეთ, რაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, ეს არის არაღიარება, ამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია, რაც ახლა ხდება. არცერთი პოლიტიკური პარტია ამ პარლამენტს არ აღიარებს.[…] პრეზიდენტის როლზე და თვითონ რას აპირებს, ამაზე არ გვისაუბრია. ფაქტია, დღეს ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი და ამ ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის ლიდერი. მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს ახლაც და ზოგადად, მთელი ამ კრიზისის განმავლობაში ისტორიული როლი და მისია აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოების გამთლიანებაში, ასევე ქვეყნის გარეთაც”,