სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ორბელიანების სასახლის ეზოში ეპატიჟება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე ნებისმიერ მსურველს, საახალწლოდ მორთული სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.
“31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ წელს და სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.