მას აქვს კონკრეტული დარღვევები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არღვევს კონსტიტუციას. გულდასაწყვეტია, რომ არის ამ ტიპის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. თან, ვისგან, ამას ხომ მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს. პირდაპირ ხაზი გადაუსვა ყველაფერს, არანაირი კანონი და კონსტიტუცია მისთვის არ არსებობს. იყო ასეთი შემთხვევები, სასამართლომაც კი დაადანაშაულა კონსტიტუციის დარღვევაში. ეს ადამიანი აგრძელებს ამ დამოკიდებულებას. შესაბამისად, განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ როცა წავა პრეზიდენტობიდან და იცით, რომ ძალიან მალე ამთავრებს, ის იქნება არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას. კონსტიტუციის დარღვევაა მისი ვოიაჟებიც.
მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე მას არ აქვს უფლება. მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი უფლება. მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ, მე თუ პრემიერ-მინისტრის გასაკეთებელი უნდა ვაკეთო, პარლამენტის თავმჯდომარემ – პრეზიდენტის გასაკეთებელი. ასეთი აღრევა თუ უნდა მოხდეს, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია ან კანონები?! რისთვის არის ისინი – იმისთვის, რომ დავიცვათ ის და პატივი ვცეთ სახელმწიფოს.