მესმის მღელვარების საზოგადოების დიდ ნაწილში, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ დგამს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მისი უფლებაა და არა ვალდებულება, შეიწყალოს ან არ შეიწყალოს თუნდაც უსამართლოდ დაკავებული პატიმარი, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური პატიმარი. მე იმედს ვიტოვებ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს ყველაში და ყველგან. რა მოხდება, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ.