„სალომე ზურაბიშვილს გუშინ თამარ მეფეს ეძახდნენ, დღეს უნიათო ადამიანს უწოდებენ. ერთმანეთში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. შეიძლება ცალკეული გამოხტომები არის გარკვეულ თემებზე, მაგრამ ფაქტია, არჩევნების ბოიკოტი, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, რევოლუცია, გადაყენება, რიგგარეშე არჩევნების უსაფუძვლო მოთხოვნები არის ყველას დღის წესრიგი. სალომე ზურაბიშვილმა ვერ გამოიჩინა ფხა, რომ გაეერთიანებინა ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო მასში. შეხვედრები მოუწყვეს, ქარტია დაუწერეს და ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც უნდა გაერთიანებულიყო მთელი ოპოზიცია, მაგრამ ვერ ქნა. „არა შეჯდა მწყერი ხესა“, არა იყო გვარი მისი. ვერ გააკეთა. აქედან გამომდინარეობს რაღაცა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში თითქოსდა შეუთანხმებლობა არსებობს. შეთანხმება არსებობს ერთი – ეს არის გაერთიანება ადამიანებისა, როლებიც შეკრულები არიან საქართველოს წინააღმდეგ”,

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.