“როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ეს მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. ქალბატონ ზურაბიშვილს ჩვენ აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად.

ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება ამაზე, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონნი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. შეიძლება, ჩვენ არ გვქონდეს იმედი, რომ ამ გადაწყვეტილების გარშემო საქართველოს პარლამენტში 100 ხმა მოგროვდება, მაგრამ ჩვენი მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ წესით, პრეზიდენტი უნდა წავიდეს საკუთარ თანამდებობიდან. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით დასკვნას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს პრეზიდენტის გადაყენებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განზრახვა და ამაზე ღიად გვქონდა საუბარი”

აცხადებს “ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.