ზურგით ერთმანეთთან და მხოლოდ 4 ადამიანი ლიფტში – წესები, რომლებიც სავაჭრო ცენტრში უნდა დაიცვათ

დღეიდან ყველა სახის მაღაზია, მათ შორის სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. ყველა დაწესებულებას მოუწევს რეკომენდაციების დაცვით მუშაობა. ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი, სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოს ხელები პირბადის ტარება  კი საქართველოს მაშტაბით ყველა დახურულ დაწესებულებაში სავალდებულოა.

ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.

წესები, რომლებიც სავაჭრო ცენტრში უნდა დაიცვათ:

სავაჭრო ცენტრში შესვლისას აუცილებელია:

  • ტემპერატურის შემოწმება
  • დეზობარიერის გავლა
  • სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება
  • პირბადის გამოყენება

სავაჭრო ცენტრში ყოფნისას მომხმარებლებმა:

  • არ უნდა მოიხსნან პირბადე
  • უნდა დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია ერთმანეთთან

ლიფტებში:

  • მომხმარებლები უნდა იდგნენ ზურგით ერთმანეთთან
  • დაიშვება მხოლოდ 4 ადამიანი