ნ.გ. – ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს. როგორც ჩანს, საკუთარი წარსული გაახსენდათ, – ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან უკანონო ფარულ მიყურადღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
„არის რაღაც ტექსტები, რომელიც მოვისმინეთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი, როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როცა ისინი უსმენდნენ ტოტალურად მთელ საზოგადოებას. ნიკა გვარამია აქედან ვერ გამოვიდა, აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. მშვენიერაძე და გვარამია არიან ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და აქედან გამომდინარე, მელიამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, ეს არ ჭრის, ამას ფასი არ აქვს,“- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს.