“ჩვენ ვემზადებით გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად. არავინ აპირებს მესამე პრეზიდენტის ციხეში დატოვებას. მითუმეტეს, ვის ხელში?ზღმურტლიანი კობახიძის, მდინარაძის და ღარიბაშვილის ტყვეობაში ეს კაცი ვერ იქნება. ამას ნახავს მთელი მსოფლიო. დარწმუნებული ვარ, 100 ათასობით ჩვენი თანამოქალაქე გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს ამ ყველაფერს, როგორც არჩევნების გაყალბებას, ისე სააკაშვილის ციხეში ჯდომას”
თქვა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთავში, ციხესთან აქციაზე.